მადრიდში ახალგაზრდა ჯოკონდას პორტრეტი აღმოაჩინეს

მადრიდში, პრადოს მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ასლი აღმოაჩინეს, რომელზე გამოსახული ქალბატონიც, ორიგინალის ჯოკონდაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.
სპეციალისტების აზრით, სურათი შესაძლოა და ვინჩის ერთ–ერთ მოსწავლეს ეკუთვნოდეს, რომელმაც ოსტატთან პარალელურად დახატა ლიზა. კერძოდ კი საუბარია ფრანჩესკო მელციზე. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ცნობილ ლიზას სხვისი თვალით შეხედონ....

ათენში, სტუდენტებმა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2012 წლის 25 თებერვალს ათენში ,,საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის“ ინიციატივით 1921 წელს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკრებისადმი პატივის მისაგები ღონისძიებები გაიმართა....

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით-გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში, თბილისიდან 60 - 70 კმ-ზე სამხრეთ - აღმოსავლეთით იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კმ-ის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული დონით....

ნინო კოტრიკაძე – გერმანიაში ცნობილი ქართველი პიანისტი, რომელსაც თბილისი სათანადოდ არ იცნობს

„პრესა.ჯი“-ს სტუმარია გერმანიაში მოღვაწე 25 წლის ქართველი პიანისტი, რომელსაც ევროპაში კარგად იცნობენ, სამშობლოში კი, სამწუხაროდ, მასზე ბევრს არაფერი სმენია... გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველისათვის გაგვეცნო საზღვარგარეთ მოღვაწე და წარმატებული ქართველი მუსიკოსი ნინო კოტრიკაძე:...

დიეტოლოგის მიერ დანიშნული სამარხვო დიეტა

9–10 საათზე 4 სუფრის კოვზი უკვე მოხარშული ჰერკულესი და 2 ცალი პატარა ზომის მოხარშული კარტოფილი....

ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებები - მითი თუ რეალობა?

ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის დასახელება ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ხდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანეს სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s....

Hyundai უნივერსალ i30–ს წარმოადგენს

კორეული ავტოკომპანია Hyundai ჟენევის ავტოშოუზე ახალ i30–ს წარმოადგენს. ახალ მოდელში საუკეთესო მახასიათებლებია გაერთიანებული.
ავტომობილის სიგრძე 185 მილიმეტრია, მას შეუძლია საკმაოდ დიდი მოცულობის საბარგულით იამაყოს. ამასთანავე, მოდელი ინოვაციური ბამპერებითა და ფარებით აღიჭურვა.
სალონი მეტად კომფორტულია. რაც შეეხება ძრავს, მასზე ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია, რომ მისი სიმძლაბვრე 135 ცხენის ძალას შეადგენს....

ლამაზი გამარჯვება ბუქარესტული ომის წინ

რამდენიმე მნიშვნელოვანი მორაგბით გაძლიერებულმა და ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სასაიმოვნო რაგბი აჩვენა “ერთა თასის” მეორე ტურში და თბილისის “ავჭალაზე” პორტუგალია გაანადგურა 32:7....

“საქმის ორგანიზაციით “არსენალი” “ბარსელონაზე” 4 თავით მაღლა დგას”

ამის შესახებ განცხადება ბელორუსის ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდრ ჰლებმა გააკეთა, რომელსაც თავის დროზე “არსენალშიც” და “ბარსელონაშიც” ნათამაშები აქვს. მისი თქმით, ინგლისური კლუბი გაცილებით უკედაა ორგანიზებული, ვიდრე ესპანური....

ოთარ მარცვალაძემ თურქული შეკრება გოლით დაასრულა

რუსულმა კლუბმა "კრასნოდარმა" თურქულ ბელეკში მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ნუკრი რევიშვილის,ალექსანდრე ამისულაშვილისა დაოთარ მარცვალაძი გუნდი "ტავრიას" დაუპირისპირდა.
სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარეს....

ნერვული დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

ნევრასთენია ნევროზის ერთ–ერთი სახეა, რომელიც გამოხატულია ნერვული სისტემის აშლილობით. ავადმყოფს ახასიათებს გაღიზიანებადობა, ფხიზელი ძილი, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, ავადმყოფური რეაქციები ხმაურზე, შუქზე და ა.შ.
– 1 ჩაის კოვზ ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 20 წუთი. სვამენ თბილ ნაყენს ძილის წინ....

ძალიან ჯანმრთელი და ეფექტური დიეტა

საუზმე : ჰერკულესი წყალზე მოხარშული + 1 გახეხილი ვაშლით და 1ჩკ. თაფლით
სადილი : მოხარშული ხორცი ან თევზი + ბოსტნეულის სალათა ან წვნიანი.
ვახშამი : ხილი + მაწონი
აკეთებთ რამდენ ხანსაც გინდათ.
სასურველია ბევრი სითხე და მწვანე ჩაის მიღება.
დიეტა ძალიან ეფექტურია და კუჭნაწლავის პრობლემებს აგვარებს....

სომეხი შემსრულებლები „ევროვიზია 2012“-ს ბოიკოტს უცხადებენ

სომეხ მომღერალთა ჯგუფმა, სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას „ევროვიზიის“ კონკურსის ბოიკოტირების თხოვნით მიმართა. როგორც ცნობილია, კონკურსი ბაქოში 2012 წლის მაისში უნდა გაიმართოს. მომღერლებმა წერილობითი მიმართვა შეადგინეს და განაცხადეს, რომ ამის მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი მორიგი ინციდენტია, რომლის დროსაც სნაიპერის მიერ სომხეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცი იქნა მოკლული...

ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - მიხეილ ჯავახიშვილი

ქართული მწერლობას 1921 წლის 25 თებერვალმა, საქართველოს დაპყრობამ რუსული იმპერიის მიერ და ჩვენს ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამკვიდრებამ, დიდი დარტყმა მიაყენა - მოგვიკლეს დიდი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი....

ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - გალაკტიონის მეუღლე - ოლღა ოკუჯავა

გალაკტიონის პირველი მეუღლე ოლღა ოკუჯავაც საქართველოს გასაბჭოების მსხვერპლია. მსხვერპლია თვითონ დიდი პოეტიც, რომელსაც საყვარელი მეუღლე მოუკლეს და სიცოცხლე გაუმწარეს ბოლშევიკებმა...

ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - ნიკოლო მიწიშვილი

შესანიშნავი ქართველი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია 1921 წელს რუსული იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიისა. არა ერთხელ მითქვამს და მაინც უნდა გავიმეორო....

5 წლის ბავშვს სქესს შეუცვლიან

მთელი წლის განმავლობაში, პატარა ბრიტანელი ზაკ ეივერი კაბებს ატარებს და ძალიან გაბრაზდება ბიჭს თუ უწოდებთ.
მშობლები, ექიმები და ფსიქოლოგები ბიჭის გადაწყვეტილებას, გახდეს გოგონა, ყველანაირად მხარს უჭერენ. სკოლაში გენდერულად ნეიტრალური მომხმარებლისათვის ცალკე საპირფარეშოც კი გააკეთეს.
დედის თქმით, ადრე მისი შვილი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომელიც მანქანებით ძმასთან ერთად თამაშობდა. შემდეგ პრინცესებზე მულტფილმებმა გაიტაცეს... 3 წლის ასაკში კი განაცხადა: „დედა მე გოგო ვარ!“
თავდაპირველად, მშობლებმა ბიჭის ნათქვამი სერიოზულად არ მიიღეს. როდესაც საკუთარ ვაჟს გოგოსავით გამოწყობილს ხედავდნენ, ფიქრობდნენ, თამაშობსო. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვს გოგოს ტვინი და ბიჭის სხეული აქვს...

ანჯელინა ჯოლი ტყუპებზეა ორსულად

როგორც ცოტა ხნის წინ ბრედ პიტმა აღიარა, საკურთხეველთან თავისი მრავალშვილიანი საყვარელი ქალბატონის მიყვანას მომავალი წლის ზაფხულში გეგმავს.
ქორწინების ცერემონიალი საფრანგეთში, წყვილის კუთვნილ ციხესიმაგრეში გაიმართება. გამოცემა  OK –ის თანახმად, „ღონისძიება ვიწრო წრეში და ელეგანტურად ჩაივლის!“ ამას გარდა, ამავე გამოცემის მიხედვით, ანჯელინა ჯოლი ტყუპ ბიჭებზეა ორსულად.
თუმცა, უცნაურია, როგორ მოახერხა ჟურნალმა ორსულობის ასეთ ნაადრევ ეტაპზე ბავშვების სქესის დადგენა...

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სექსუალური მოდელები

ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამომცემლობამ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სია გამოაქვეყნა:...

Gucci Fall 2012

მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ბრენდმა Gucci–მ ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც 2012 წლის შემოდგომისთვის არის განკუთვნილი. კოლექცია მსუბუქი ქსოვილებისგან არის შექმნილი და მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. დომინირებს ფერები: შავი, რუხი და მუქი მწვანე.
კოლექციაში შედის კაბები, მოსაცმელები, შარვლები და მაისურები. კოლექციის ჩვენებას ცნობილი ადამიანები, პოპულარული ბრენმდების წარმომადგენლები და კრიტიკოსები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ტანისამოსმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა...

კეიტ მოსი Mango–სთვის

ესპანურმა ბრენდმა Mango–მ პრომო–სურათები გამოაჩინა, რომლის მთავარი გმირიც კეიტ მოსია. ფოტოსესიის ავტორი ტერი რიჩარდსონი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ სურათები ნამდვილად შეუდარებელი გამოვიდა. კოლექციის სახელწოდება Mango spring-2012 გახლავთ.
ტანისამოსი მეტად ქალური და შთამაგონებელია. აღსანიშნავია, რომ ესპანური ბრენდის სახეები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ოლივია პალერმო, პენელოპა კრუზი და სკარლეტ იოჰანსონი....

ავტომობილები და მათთან დაკავშირებული რიცხვები, რომლებიც ისტორიად იქცა (ნაწილი პირველი)


1890 - ლეონ სერპოლემ და ერნესტ არჩედკონმა სამთვლიანი მოტოციკლით, პარიზიდან ლეონამდე ავტორბოლა მოაწყვეს. მათ 286 მილი 15 დღეში დაფარეს. მოგზაურობის განმავლობაში, მათი ავტომობილი საკმაოდ დაზიანდა და მოგზაურობის დასრულების შემდეგ, იგი მატარებლით პარზში გადაგზავნეს....

როდსტერი Artega GT ჟენევაში გამოჩნდება



არცთუ ისე დიდი ხნის წინ კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Artega, ჟენევის ავტოგამოფენაზე როდსტერ GT-ს გამოიყვანს. ჯერჯერობით კომპანიის წარმომადგენლები, ავტომობილის მონაცემების შესახებ არ საუბრობენ და ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ. მიუხედავად ამისა, ავტომობილზე გარკვეული დეტალები მაინც გახდა ცნობილი. 
ცნობილია, რომ Artega GT-მ 3.6-ლიტრიანი V6 ტიპის ძრავი მიიღო, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას შეადგენს. ამის საფუძველზე, ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 4.8 წამში ანვითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ია. ავტომობილის წონა კი 1285 კილოგრამია...

მომავალი წლიდან შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდეს

მომავალი წლიდან, შესაძლოა, ბავშვებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ და უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ საატესტატო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ. "რეზონანსის" ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ამ გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ჯერჯერობით ამაზე ღიად არავინ საუბრობს....

ტოსტები ანანასით

საჭირო მასალა:4 ნაჭერი პური, 4 ნაჭერი ლორი, 4 ფირფიტა მდნარი ყველი, 4 ნაჭერი ანანასი, ზეთისხილი - მოსართავად.
მომზადება: თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ პურის ნაჭრები, ზედ დავაწყოთ ლორი და ანანასი, ბოლოს კი ყველის ფირფიტები, შევდგათ ღუმელში და 180 გრადუსზე ვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ტოსტები მოვრთოთ ზეთისხილით...

კვერცხის ლიქიორი

საჭირო მასალა:1 1/4 ჭიქა შაქარი (სასურველია ყავისფერი)
1/2 ჩ.კ. ფორთოხლის ზეთი ან ესენცია
1 ჭიქა არაყი
5 ცალი ახალი კვერცხი
1 ცალი კვერცხის გული
2/3 ჭიქა შესქელებული რძე
ვანილი და ჯავზი - გემოვნებით
მომზადება: აღნიშნული პროდუქტები მოვათავსოთ ბლენდერში და მაღალ სიჩქარეზე 45 წამი ვთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი ქაფიანი მასა. სითხე მოვათავსოთ მინის ბოთლებში, დავახუროთ ჰერმეტული საფარებლები და დავდგათ მაცივარში. ლიქიორი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იქნება მზად და შეგვიძლია მოვიხმაროთ 2 თვის განმავლობაში. თუ კვერცხი სოფლისაა, მაშინ სასმელს ექნება უფრო მუქი ყვითელი ფერი....

ვაშლის ცხელი კოქტეილი

საჭირო მასალა:1,5 ლ ვაშლის წვენი, 1-2  ღერი  დარიჩინი, 6 ცალი მიხაკი, 3  მარცვალი ბაჰარი,1 1/2  ჭიქა რომი, გათქვეფილი ნაღები - მოსართავად, შაქარი - გემოვნებით.
მომზადება: ახლად გამოწურული ვაშლის წვენი მოვადუღოთ სანელებლებთან ერთად, გადავწუროთ, ცოტა შევაგრილოთ, შევურიოთ შაქარი, რომი და მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით...

ყურძნის სალათა ყველით

საჭირო მასალა:150 გ ქათმის ფილე, 400 გ ყურძენი, 5 ცალი კვრცხი, 200 გ ჰოლანდიური ყველი, 200 გ მაიონეზი.
მომზადება:ქათმის ფილე და კვერცხი მოვხარშოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ყურძენთან, ყველთან და მაიონეზთან ერთად ფენა-ფენა მოვათავსოთ სასალათეში. ბოლოს სალათა მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით...

ყავის კრემ-ბრულე

საჭირო მასალა:250 მლ რძე, 250მლ ნაღები, 1 ცალი ფორთოხლისა და 1 ცალი ლიმონის  წვენი და ცედრა, 1 ღერი დარიჩინი, 50გ ყავის მარცვლები, 6 ცალი კვერცხის გული, 20გ სახამებელი, 3 ცალი ფორთოხალი, 2 ს.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. თეთრი ღვინო. შაქარი - გემოვნებით. 
მომზადება:რძე, ნაღები, დარიჩინი, ყავა, ლიმნისა და ფორთოხლის ცედრა და წვენი წამოვადუღოთ, შემდეგ კი გადავწუროთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და სახამებელი და ოდნავ შეგრილებულ რძეში თხელი ნაკადით ჩავასხათ, თან ვთქვიფოთ, ჩავასხათ ჭიქებში და გავაციოთ მაცივარში. 3 ცალი ფორთოხალი გავფცქვნათ, ამოვაცალოთ რბილი ნაწილი თეთრი კანის გარეშე. პატარა ტაფაზე დავყაროთ შაქრის პუდრა, დავასხათ 1 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი, ღვინო და გავაკეთოთ კარამელი. კარამელი მოვასხათ ფორთოხალს, გავაციოთ და მივირთვათ ყავის კრემთან ერთად...

შამპანური ანანასითა და ბროწეულის წვენით

საჭირო მასალა:0,5 ბოთლი შამპანური, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 1 ჭიქა ანანასის წვენი, 0,5 ჭიქა დაჭრილი ანანასი,  ნახევარი ლიმნის წვენი, 0,5 ჩ.კ. შაქარი.
მომზადება:შაქარი გავხსნათ ლიმნის წვენში. ბოკლების ძირზე მოვათავსოთ ანანასის ნაჭრები, დავასხათ ანანასისა და ბროწეული წვენი, სულ ბოლოს კი გადავავსოთ შამპანურით....

კვერცხის რულეტი ფრანგულად


საჭირო მასალა: 4 ცალი კვერცხი, 175 გ მაიონეზი, 100-150 გ მდნარი ყველი, 2 კბილი ნიორი, 1 კონა კამა, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: კვერცხი, მარილი და 125 მლ მაიონეზი გავთქვიფოთ, ჩავასხათ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და 180 გრადუსზე 10 წუთი ვაცხოთ. ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაკეპილი კამა და მაიონეზი ავურიოთ, წავუსვათ ომლეტს და რულეტივით გადავახვიოთ. მივირთვათ, როცა გაცივდება....

ბეილისის მუსი Baileys-Mousse


საჭირო მასალა:80 გ შავი შოკოლადი, 400 მლ 35%-იანი ნაღები, 5 ს.კ. ბეილისი, თხილი - მოსართავად.
მომზადება: შოკოლადი გავხეხოთ სახეხზე. 250 მლ ნაღები მოდუღებამდე მივიყვანოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ ნაღებში გავხსნათ შოკოლადი, დავუმატოთ ბეილისი, გავთქვიფოთ და მთელი ღამით დავდგათ მაცივარში. დილით მასა კარგად ავთქვიფოთ და მოვათავსოთ ჭიქებში. მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებითა და თხილით....

ღვინის კისელი

საჭირო მასალა:2 ჭიქა წითელი ნახევრად მშრალი ღვინო, 2 ჭიქა წყალი, 8 ჩ.კ. კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი, 2 ს.კ. მოცხარის მურაბა, შაქარი - გემოვნებით.
მომზადება: 1 ჭიქა წყალი, ღვინო, შაქარი და მურაბა ავურიოთ, ავადუღოთ და ჩავასხათ 1 ჭიქა ცივ წყალში გახსნილი სახამებელი, მივიყვანოთ მოდუღებამდა და გადმოვდგათ ცეცხლიდან....

საუზმე “ფუტკარი”

საჭირო მასალა: 6 ნაჭერი თეთრი პური, 6 ნაჭერი ყველი “გაუდა”, 3 პატარა კარტოფილი, 6 ცალი სალათის ფოთოლი, 0.5 პატარა ქილა მწვანე უკურკო ზეთისხილი, 6 ცალი შავი ზეთისხილი, 3 ს.კ. მაიონეზი, პიტნის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადება: მოხარშული კარტოფილი, მწვანე ზეთისხილი და სალათის ფოთლები დავჭრათ წვრილად და ავურიოთ მაიონეზი. მომზადებული მასა გავანაწილოთ პურის ნაჭრებზე, ზემოდან დავადოთ ყველი და გავაფორმოთ შავი ზეთისხილითა და პიტნის ფოთლებით. ზეთისხილის მარცვლებს შემოვახვიოთ ყველის ანაჭერი თხელი ზოლები...

ყველის საწებელი


საჭირო მასალა: 75 გ. ყველი “ფეტა” ან მდგნარი ყველი, 125 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, 1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1-2 კბილი ნიორი, 0,5 ჩ.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. წვრილად დაკეპილი ან გამშრალი რეჰანი, კამა და პიტნა. თეთრი პილპილი, მარილი - გემოვნებით 
მომზადება: ყველი გავადნოთ, შევურიოთ ძმარი, შაქრის პურდა, დაჭყლეტილი ნიორი, ბულიონი და ავთქვიფოთ ბლენდერში. თქვეფისას ნელ-ნელა შევურიოთ ზეთი, მწვანილები და კიდევ ერთხელ გავთქვიფოთ....

ჩაი ჯანჯაფილითა და ფორთოხლის ცედრით

საჭირო მასალა:
1 ცალი ფორთოხლის ცედრა
4 ჩ.კ. შავი ჩაი
4-5 ჭიქა მდუღარე წყალი
1 ჩ.კ. გახეხილი, ახალი ჯანჯაფილი
1 ჩ.კ. შაქარი
მომზადება:
ჩაი ჩავყაროთ ფაიფურის ჩაიდანსი, დავამატოთ 1 ჩ.კ. შაქართან და ფორთოხალთან დანაყილი ფორთოხლის ცედრა და ჯანჯაფილი, დავასხათ მდუღარე და 5-10 წუთის შემდეგ მივირთვათ. ჩაი სურვილისამებრ შევაზავოთ შაქრით...

ბუტერბროდები სოკოთი

საჭირო მასალა: 4 ნაჭერი თეთრი პური, 4 ცალი ახალი ქამა სოკო (შეიძლება ხის სოკოც), 2 ს.კ. ზეთი, 4 ფირფიტა მდნარი ყველი, რამდენიმე ღერი ოხრახუში, პროვანსის მწვანილების ნაკრები – გემოვნებით.
მომზადება: სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, სურვილისამებრ მოვაყაროთ პროვანსის მწვანილების ნაკრები და შევწვათ ზეთში. სოკო დავაწყოთ პურის ნაჭრებზე, ზემოდან გადავაფაროთ ყველის ფირფიტები და შევდგათ ღუმელში. როდესაც ზწმოდან ყველი დადნება, გამოვიღოთ და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში...

კვერცხის სალათა კარით

საჭირო მასალა:5 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გ.  მდნარი ყველი 150 მლ. ნაღები, 1 ს.კ. კარის ფხვნილი, 1 ს.კ. დაჭყლეტილი ნიორი, 1/4 ჩ.კ. შაქარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
მომზადება: კვერცხი დავჭრათ მსხვილად. ნაღები, ყველი, ნიორი და სანელებლები გავთქვიფოთ, მოვასხათ კვერცხს და მოვაყაროთ ოხრახუში...

გროგი რძით

საჭირო მასალა:100 მლ. ჩაი, 100 მლ. კონიაკი, 200 მლ. რძე, 2 ნაჭერი ფორთოხალი.
მომზადება: 2 ჭიქაში გადავანაწილოთ  მდუღარე ჩაი, შემდეგ კონიაკი და ცხელი რძე, მოვურიოთ და დავუმატოთ კანგაცლილი, დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები...

პუნში ბავშვებისათვის

საჭირო მასალა: 1 ცალი მოზრდილი ვაშლი, 2 ცალი ფორთოხალი, 0,5 ლ/ წყალი, 1 ღერი დარიჩინი, 10 ცალი მიხაკი, 1 ს.კ. მწვანე ჩაი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, თაფლი – გემოვნებით.
მომზადება: ვაშლი და ფოთროხალი პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, დავუმატოთ მიხაკ-დარიჩინი, დოლბანდში გამოკრული ჩაი, და 5 წუთი ვადუღოთ, შემდეგ გადავაზავოთ ფორთოხლის წვენით, ამოვიღოთ დოლბანდში გამოკრული ჩაი, დარიჩინი და დავატკბოთ თაფლით...

საწებელი ბოსტნეულის კერძებისთვის

საჭირო მასალა: 1.5 ჭიქა არაჟანი, 3 ჩ.კ. თაფლი, 2 ჩ.კ. წითელი ღვინო, 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილი ლიმონი, 1 ჩ.კ. პილპილი, 1 ჩ.კ. პაპრიკა, 1 პატარა თავი ნიორი, 0.5 ჩ.კ. ძირა, 5 ღერი წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მარილი – გემოვნებით.
მომზადება: საწებლის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და გავთქვიფოთ. ასეთი საწებელი უხდება როგორც მოშუშული და შემწვარი ბოსტნეულის კერძებს, ასევე სალათებსაც....

კივისა და მანგოს შეიკი ანანასის წვენით

საჭირო მასალა:1 ცალი მანგო, 2 ცალი კივი, 200 მლ. ანანასის წვენი.
მომზადება: მანგოსა და კივს მოვაცალოთ კანი, დავჭრათ რბილობი და ავთქვიფოთ ბლენდერში ანანასის წვენთან ერთად. ხიული ასევე შეგიძლიათ ათქვიფოთ იოგურტთან და ცივ რძესთან ერთადაც, დაუმატოთ ფორთოხლის ცედრა და წვენი....

ღუმელში გამომცხვარი კვერცხი

საჭირო მასალა: 6 ცალი კვერცხი, 6 ს.კ. კარაქი, 1 კონა კამა, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. ღუმელის  ძირზე დავდგათ წყლით ნახევრად გავსებული  დაბალი ქვაბი ან ფორმა. თიხის ან ცეცხლგამძლე მინის პატარა ზომის ფორმებს წავუსვათ კარაქი, შიგ ჩავახალოთ თითო კვერცხი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, აკეპილი კამა და შევდგათ ღუმელში 15 წუთით....

კვერცხის სალათა სოკოთი და ვაშლით

მასალა: 6 ცალი კვერცხი, 100 გ. მწვანე ბარდა, 100 გ. მაიონეზი, 3 ს.კ. მაწონი, 50 გ. მოხარშული ან დაკონსერვებული ქამა სოკო, 1 ცალი პატარა ვაშლი, 2 ს.კ. კამა, მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება: კვერცხი მაგრად მოვხარშოთ. მაიონეზში ავურიოთ მაწონი, პილპილი და მარილი. ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი კვერცხი, სოკო, მწვანე ბარდა, წვრილად დაჭრილი კამა და მოვასხათ მაიონეზისა და მაწვნის ნაზავი...

ჯანჯაფილისა და ფორთოხლის გამაგრილებელი სასმელი

საჭირო მასალა: 5 ცალი წვნიანი ფორთოხალი, 1 ცალი ლიმონი, 125 გ შაქარი, 1,5 ლ წყალი, 1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი.
მომზადება: ლიმონსა და ფორთოხალს გავაცალოთ ცედრა, ჯანჯაფილთან და შაქართან ერთად ჩავყაროთ მოზრდილ ქვაბში, დავასხათ წყალი და ავადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. ნახარში გადავწუროთ დოლბანდში, შემდეგ კი დავუმატოთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი და კარგად გავაციოთ....

ღვინის ლიქიორი ვარდის არომატით

საჭირო მასალა: 1 კგ. შაქარი, 1 ლ ღვინო, რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი,
250 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, 250 მლ. სპირიტი ან 370 მლ. რომი.
მომზადება: მოვადუღოთ ღვინო, რათა აორთქლდეს ალკოჰოლი, ჩავამატოთ შაქარი და ვადუღოთ შაქრის სრულ დადნობამდე და სითხის დაწმენდამდე. გაგრილებულს დავამატოთ ანადუღარი წყალი, ვარდის ზეთის წვეთები და ალკოჰოლი.
რჩევა: შაქრისა და ღვინის მოდუღების დროს, ყურადრება მივაქციოთ, რომ ზედმეტად არ გადადუღდეს და კარამელიზაცია არ დაიწყოს. ლიქიორის სიტკბოს რეგულირება შესაძლებელია გემოვნებით - წყლისა და ალკოჰოლის რაოდენობის შეცვლით. ვარდის ზეთი შეიძლება შევცვალოთ 50-100 მლ ვარდის უალკოჰოლო ნაყენით....

წითელი წიწაკა კუსკუსითა და ქიშმიშით

საჭირო მასალა: 100 გ ნუში, 50 გ მზესუმზირა, 50 გ ქიშმიში – სურვილისამებრ, 2 თავი ხახვი, 350 მლ ქათმის ბულიონი, 3-4 ღერი ზაფრანა, 200 გ კუსკუსი, 8 ცალი მოზრდილი ტკბილი წითელი წიწაკა, 5 კბილი ნიორი, 1 ღერი ქონდარი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ პამიდვრის წვენი, 200 გ სქელი იოგურტი ან კამეჩის მაწონი, 4 ს.კ. რძე, 0,5 ლიმონის წვენი, პაპრიკა, ახალდაფქული შავი და თეთრი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადება: ნუში და მზესუმზირა მოვშუშოთ. ხახვი წვრილად ავკეპოთ. ქათმის ბულიონს შევურიოთ ზაფრანა და დავდგათ ცეცხლზე. როცა ბულიონი გაცხელდება, დავასხათ დაკეპილ ხახვსა და კუსკუსს, ავურიოთ და შევაგრილოთ 30 წუთის განმავლობაში. შეგრილებულ მასას დავუმატოთ ნუში, მზესუმზირა, კარის ფხვნილი და სურვილისამებრ ქიშმიში. წიწაკები გავჭრათ სიგრძეზე, ამოვაცალოთ თესლი და დავტენოთ კუსკუსის გულსართით, მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი, დაფნის ფოთლები, ქონდრის ტოტები, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და 15 წუთით შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. შემდეგ დავასხათ მარილით შეზავებული, შემთბარი პამიდვრის წვენი და კიდევ 30 წუთით გავაჩეროთ ღუმელში. სანამ წიწაკა მომზადდება, იოგურტი, რძე, პილპილი, მარილი და ლიმონის წვენი ავურიოთ და მზა კერძს მოვასხათ, სუფრასთან გავიტანთ...

ზეთისხილიანი ტოსტები

საჭირო მასალა: 400 გ ხახვი, რამდენიმე ღერი ქონდარი, 20 ცალი შავი და მწვანე უკურკო ზეთისხილი, 8 ნაჭერი თეთრი პური, 4 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი, 1/3 ჭიქა ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა -  მოვნებით.
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე. ხახვი დავჭრათ და ქონდართან ერთად 1 ს.კ. ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ დაჭრილი ზეთისხილი. პურის ნაჭრები დავნამოთ ზეთით, ზედ გადავანაწილოთ  ზეთისხილითა და ხახვით მომზადებული მასა, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, გახეხილი ყველი და 10 წუთით შევდგათ ღუმელში...

მალაიზიური საწებელი შემწვარი თევზისთვის

საჭირო მასლა: 300 გ. სტაფილო., 1 ნაჭერი ნედლი ჯანჯაფილი, 2 ს.კ. კარაქი, 1 ფორთოხლის წვენი, 300 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, 5 ს.კ. 35%-იანი ნაღები, წიწაკა, მარილი, ძირა – გემოვნებით.
მომზადება:  სტაფილო და ჯანჯაფილი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე დავაცხელოთ კარაქი და დავაყაროთ დაჭრილი ბოსტნეული, მარილი, ძირა, პილპილი, ფორთოხლის წვენი, ბოსტნეულის ბულიონი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. შეგრილებული მასა მოვათავსოთ ბლენდერში და გავთქვიფოთ, შევურიოთ ნაღები და სურვილის შემთხვევაში დავუმატოთ სანელებლებიც...

გამაგრილებელი სასმელი კიტრითა და ლიმონით

საჭირო მასალა: 2 ლ. წყალი, 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი, 0,5 ლიმონი, პიტნის რამდენიმე ფოთოლი.
მომზადება: კიტრი და ლიმონი დავჭრათ ძალიან თხელ, პატარა ნაჭრებად. გრაფინის ძირზე მოვათავსოთ ლიმონისა და კიტრის ნაჭრები, პიტნის ფოთლები და დავასხათ წყალი და შევდგათ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს. ეს სასმელი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეაზავოთ შაქრის ვაჟინითაც...

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...